აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი ქარბუქი დაატყდა თავს, რის გამოც ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
BBC-ის ინფორმაციით, სტიქიამ გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები შექმნა. ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ გამოსცა განკარგულება, რომელიც ორშაბათიდან, ადგილობრივი დროით 06:00 საათიდან, არააუცილებელი მგზავრობის გადადებას, სამშაბათს კი საჯარო სკოლების დახურვას ითვალისწინებს. ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენრდიუ კუომომ ქალაქ ნიუ-იორკსა და კიდევ 44 ოლქში საგანგებო მდგომარება გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ნიუ – ჯერსის გუბერნატორმა ფილიპ მერფიმაც.
ამასთან, მან შტატში ავტობუსებისა და სარკინიგზო მოძრაობის შეჩერების განკარგულება გასცა. აშშ-ის ეროვნული ამინდის სამსახურის ინფორმაციით, ქარბუქი „ნიუ ინგლენდის“ მიმართულებით გადაინაცვლებს, სამშაბათს კი შესუსტდება.