ნიუ-იორკის ცენტრში ტელეარხ CNN-ის ბიუროს ევაკუირება მოხდა. ამის მიზეზი ბომბის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გახდა. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, პოლიციაში ზარი შევიდა იმის თაობაზე, რომ Time Warner Center-ის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ევაკუაცია გამოცხადდა. მათ შორის შენობიდან გაიყვანეს CNN-ის ტოქ-შოუების მონაწილეები, რომლებიც პირდაპირ ეთერში იყვნენ. თუმცა, მას შემდეგ რაც სამართალდამცველებმა შესაბამისი ღონისძიებები ჩაატარეს, აღმოჩნდა, რომ შესული ინფორმაცია ცრუ იყო.