ნიუ-იორკის ტერაქტის კიდევ ერთი ეჭვმიტანილი უზბეკეთის მოქალაქე მუჰამადზოირ კადიროვი იპოვეს. ამის შესახებ FBI იუწყება. გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლის განცხადებით, კადიროვის შესახებ ინფორმაციის შეგროვება გრძელდება.
30 ოქტომბერს 29 წლის საიფულო საიპოვმა ტერაქტი განახორციელა, რასაც ჯამში 8 ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა. როგორც აღმოჩნდა, საიპოვი მარტო არ მოქმედებდა.