ნიუ-იორკის პროკურატურა სოციალურ ქსელ Facebook-ის მხრიდან მილიონ 500 ათასი ადამიანის შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოგროვებასა და შენახვაზე საქმეს იძიებს. ამის შესახებ Reuters-ი ნიუ-იორკის გენერალურ პროკურორზე დაყრდნობით წერს.
ცნობისთვის, გასულ კვირას ინტერნეტ პორტალმა Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Facebook-ის წარმომადგენლებს 2016 წლის მაისიდან შეეძლოთ გაუფრთხილებლად ჰქონოდათ წვდომა მილიონ 500 ათასი მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტებზე.
შეერთებულ შტატებში პერსონალურ მონაცემთა დაცვა ბოლო დროს სულ უფრო აქტუალური ხდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ის სკანდალი გახდა, რომელიც 2018 წელს აგორდა. მაშინ გაზეთმა The New York Times-მა დაწერა, რომ ბრიტანულმა კომპანიამ Cambridge Analytica-მ შეძლო სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემთა შეგროვება, რათა ამომრჩეველთა პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით, ალგორითმი შეემუშავებინა.
კომპანიის ხელმძღვანელს მარკ ცუკერბერგს კი კონგრესში ორ მოსმენაზე მოუწია გამოსვლამ, რა დროსაც დაარწმუნა კანონმდებლები, რომ მომავალში მისი სოციალური ქსელი საკუთარი მომხმარებლების პერსონალურ ინფორმაციას უფრო სიფრთხილით მოეკიდებოდა.