მანჰეტენზე მდებარე ისტორიული ცათამბჯენი Chrysler Building, მისი შენახვისთვის საჭირო მაღალი დანახარჯებისა და სხვა ცათამბჯენების მხრიდან მწვავე კონკურენციის გამო იყიდება. ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ცათამბჯენის მფლობელებმა „აბუ-დაბის სახელმწიფო ფონდმა“ და ნიუ-იორკის სამშენებლო კომპანია „ტიშმან სპეიერ პროპერტიმ“ ცათამბჯენის გასაყიდად გაყიდვების მწარმოებელ კომპანიას უკვე მიმართეს. The Wall Street Journal აღნიშნავს, რომ შენობის ახალი მფლობელები შესაძლოა, პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ, რაც შენობის შენახვის მაღალ ხარჯებთანაა დაკავშირებული.