პიკი უფრო მაღალია, ვიდრე გვეგონა და იმაზე მალე მივაღწევთ, ვიდრე ვფიქრობდით, კორონავრუსი ჩქაროსნული მატარებელივით ვრცელდება,- ამის შესახებ ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ ქუომომ განაცხადა. მისივე თქმით, ფედერალური მთავრობა კრიზისთან გასამკლავებლად საჭირო რაოდენობის დამცავ აღჭურვილობას არ აგზავნის.
"ჩვენ გვჭირდება ფედერალური მთავრობის დახმარება და გვჭირდება ახლავე. ნიუ-იორკი არის აირწინაღი ქვანახშირის მაღაროში, ის რაც ახლა ჩვენთან ხდება, მოხდება კალიფორნიასა და ილინოისშიც, ეს უბრალოდ დროის ამბავია", - განაცხადა ენდრიუ ქუომომ.
ბოლო მონაცემებით, ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსის 26 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი - 210-ია.