ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს ვირუსის რეალური საფრთხე აღიაროს. მისი თქმით, ტრამპმა მეცნიერული ფაქტების უარყოფა აღარ უნდა გააგრძელოს.
"პირველი, რაც ტრამპმა უნდა გააკეთოს სიმართლის თქმა არის. მან უნდა აღიაროს, რომ მართალი არ იყო. ბატონო პრეზიდენტო, ბოლოს რეალობა იმარჯვებს. რეალობას ვერ დაამარცხებთ. თქვენ პირველივე დღიდან უარყოფდით მეცნიერულ ფაქტებს", - განაცხადა ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა.
ენდრიუ კუომომ ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის დროს სიტუაციის მართვის დროს დონალდ ტრამპმა ლიდერის თვისებები ვერ გამოავლინა.