ვფიქრობ, ნორმალურ ცხოვრებას ვეღარ დავუბრუნდებით, - ამის შესახებ ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ ონლაინ მიმართვის დროს განაცხადა. მისი თქმით, ადამიანებს კორონავირუსით მიყენებული ზარალის შედეგებით ცხოვრება დიდი ხნის მანძილზე მოუწევთ.
"ეს შიში და ღელვა, რომელიც გვაქვს, უბრალოდ არ წავა. როდის დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას? მე არ მგონია, რომ ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნებას შევძლებთ. ვფიქრობ, ახალ რეალობას უნდა შევეჩვიოთ", - აღნიშნა კუომომ.
შეგახსენებთ, აშშ-ში კორონავირუსმა ყველაზე მეტად ნიუ-იორკი დააზარალა. ქალაქში კორონავირუსის 47 500-ზე მეტი შემთხვევა დაქსირდა, 1 300 ადამიანი კი გარდაიცვალა.