"ნიუ-იორკ თაიმსის" ინფორმაციით, რუსული დანაყოფი 29155 ევროპის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ოპერაციებს ახორციელებს.
გამოცემის ცნობით, ჯერ დესტაბილიზაცია მოხდა მოლდოვაში, რომელსაც ბულგარეთში იარაღის მოვაჭრის მოწამვლა მოჰყვა, შემდეგ იყო მონტენეგროში გადატრიალების მცდელობა, გასულ წელს კი ბრიტანეთში ყოფილი რუსი აგენტის მოკვლა სცადეს, ეს და კიდევ მრავალი სხვა ოპერაცია ევროპის დესტაბილიზაციისკენ მიმართული კამპანიის ნაწილია, რომელსაც რუსეთის სადაზვერვო სისტემაში არსებული ელიტარული დანაყოფი ახორციელებს.
დანაყოფი 29155 უკვე 10 წელზე მეტია მოქმედებს, თუმცა, დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა მის შესახებ მხოლოდ ცოტა ხნის წინ გაიგეს. ისინი აცხადებენ, რომ შეუძლებელია დაადგინო, როდის ახდენს დანაყოფი მობილიზებას და რა ოპერაციას გეგმავს.
გამოცემის თანახმად, ოფიცრები 29155 დანაყოფიდან წარმოადგენენ ვეტერანებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ავღანეთის, ჩეჩნეთის, უკრაინის და სხვა სისხლიან კონფლიქტებში.