ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებას 7 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის 1 პოლიციელი და აქციის 6 მონაწილეა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის დელიში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ქალაქის ქუჩებში სამხედრო პოლიცია პატრულირებს. 50-მდე დაშავებული კი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.
შეგახსენებთ, ინდოეთში საპროტესტო აქციები მოქალაქეობის შესახებ ახალმა კანონპროექტმა გამოიწვია. კანონი, რომელიც უკვე ამოქმედდა, სამხრეთ აზიის მუსულმანური ქვეყნების - პაკისტანის, ავღანეთისა და ბანგლადეშის, არამუსლიმ მოსახლოებას ინდოეთის მოქალაქეობის მიღებას უადვილებს. კანონს დისკრიმინაციულს უწოდებენ ინდოეთში მცხოვრები მუსლიმები. მათი თქმით, კანონი ყველასთვის თანასწორი უნდა იყოს.