ავტოკონცერნ Nissan-ის სუფთა მოგება 2018 წელს წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით 57,3%-ით 319 მილიარდ იენამდე ანუ 2 მილიარდ 920 მილიონ დოლარამდე შემცირდა. შესაბამისი მონაცემები კომპანიის მიერ გავრცელებულ ფინანსურ ანგარიშში გამოქვეყნდა.
როგორც გაირკვა, ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო 9 წლის განმავლობაში. კომპანიის ოპერაციული შემოსავალი აღნიშნული პერიოდის განმავლობაში 44,6%-ით, შემცირდა. კლების მთავარ მიზეზად კი ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდვების შემცირება სახელდება.აღსანიშნავია, რომ Nissan-ი შემოსავლების კლებას მიმდინარე ფინანსურ წელსაც ელოდება.