მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელი Nissan 20 000 თანამშრომლის შემცირებას გეგემავს, რაც მისი გლობალური პერსონალის დაახლოებით 15%-ია. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ კორონავირუსის პანდემიის შედეგად შემცირებული გაყიდვების გამო მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მაის-ივნისში Nissan-ი COVID-19-ის გამო მუშაობას იაპონიაში მთლიანად აჩერებს.
Nissan-ი წელიწადში თითქმის 7 მილიონ მანქანას აწარმოებს. ესპანეთის Nissan- ის ქარხნებმა, 2019 წელს, 55 ათასი მანქანა გამოუშვა.
ამასთან, Nissan-ი მენეჯმენტის ხელფასების შემცირებასაც განიხილავს, მათ შორის იქნება კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მაკოტო უჩიდუ.როგორც Nissan-ში პროგნოზირებენ, კომპანია 2009 წლის შემდეგ წელს პირველად გავა ზარალზე.