ამერიკელმა ექსპერტებმა გამოაქვეყნეს მასშტაბური კვლევის შედეგები, რომლებიც ეყრდნობა 80 ათასზე მეტი სიმსივნით დაავადებულის გამოკითხვას. კვლევს ფარგლებში ექსპერტებმა შეძლეს კიბოს ადრეული საგანგაშო სიმპტომების სიის ფორმირება, იმ სიმპტომებისა, რომლებიც დაავადების მანიფესტაციამდე 5 წლით ადრე ვლინდება.მაგალითად, კანის სიმსივნის განვითარებაზე შესაძლოა ხალების ზომაში მატება წინასწარმეტყველებდეს. მკერდის ზომისა და ფორმის ცვლილება, ასევე ძუძუს დვრილის ფერის შეცვლა, ხშირად ძუძუს კიბოს მოახლოებაზე მეტყველებს.მეცნიერები იმასაც აღნიშნავენ, რომ სიმსივნური დაავადების მოახლოებაზე ხშირად ღამის პერიოდში უეცარი გაღვიძებებიც მიანიშნებს. თუ ადამიანი წლების განმავლობაში ყოველთვის იღვიძებს ღამის პირველიდან სამ საათამდე, ეს შესაძლოა ღვიძლის კიბოს განვითარებაზე წინასწარმეტყველებდეს. თუ ორგანიზმი იღვიძებს ყოველთვის ღამის სამი საათიდან 5 საათამდე ინტერვალში, შესაძლოა ეს ფილტვის კიბოს ადრეული სტადიის ნიშანი იყოს. რა თქმა უნდა, ეს არ არის კიბოს უტყუარი ნიშანი და ამან მკითხველში უსაფუძვლო პანიკა არ უნდა გამოიწვიოს, თუმცა თუკი წლების განმავლობაში გაქვთ ღამის შფოთვა და ძილის დარღვევა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს მიზეზის დასადგენად. აღსანიშნავია, რომ ამ საგანგაშო სიმპტომების სიის ფორმირება მეცნიერებმა სიმსივნით დაავადებულთა დეტალური გამოკითხვითა და მათი ანამნეზის საფუძვლიანი ანალიზით მოახდინეს!