ჩინელმა მეცნიერებმა ციანსუს პროვინციაში დაავადებათა კონტროლის სახელმწიფო ცენტრიდან, დაადგინეს, რომ ნიორი ორჯერ ამცირებს ფილტვის კიბოს განვითარების რისკს იმ პირებთანაც კი, ვინც სისტემატურად ეწევა სიგარეტს. ამ დასკვნამდე მეცნიერები სიმსივნით დაავადებული 1500 და 4500 ჯანმრთელი პირის გამოკითხვის საფუძველზე მივიდნენ. მოხალისეთა გამოკვლევისას ანალიზდებოდა მათი კვების რაციონი, მავნე ჩვევები და საზოგადოდ დღის რეჟიმი. გაირკვა, რომ პირები, რომლებიც კვირაში ორჯერ მაინც მიირთმევდნენ ნიორს, 2-ჯერ მეტად იყვნენ დაცულნი ფილტვის სიმსივნური პათოლოგიისგან, რაც მთავარია, ნივრის დამცველობითი ეფექტი აღინიშნა მწეველებთანაც.ჩინელი მეცნიერები ფილტვის კიბოს საპროფილაქტიკოდ დიდ რეკომენდაციას უწევენ ნიორს, თუმცა, ჯერ კიდევ უცნობია ამ სასარგებლო თვისებებს კარგავს თუ ინარჩუნებს ნიორი თერმული და სხვა სახის დამუშავებისას.