სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.7 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.4 პროცენტით განისაზღვრა.
იმ 10 საკვებ პროდუქტს შორის, რომელიც მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაიაფდა, ლიდერობს ნიორი, ფასის - 60.9%-იანი კლებით; მას მოსდევს კარტოფილი - 59.7%-იანი გაიაფებით; მე-3 ადგილზეა ლიმონი, რომლის ფასიც 53%-ით შემცირდა; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი კიტრი და ქლიავი იკავებენ, შესაბამისად, 40.5%-იანი და 32.4%-იანი გაიაფებით.
გაიაფებული პროდუქტების ათეულში ხვდება ასევე: ვაშლი; ატამი; ყურძენი; ხახვი და კომბოსტო.