ნინოშვილზე არსებული მიწის ნაკვეთის პრივატიზება მოხდა რეკრეაციული სტატუსით და მასზე მშენებლობა და კორპუსების დადგმა არ განხორციელდება.
საპრივატიზაციო პირობაა „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების დასაკმაყოფილებლად 18 მილიონ 400 ათასი ლარის გამოყოფა შემძენის მხრიდან. დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, მიწის ნაკვეთი „ცენტრ-პოინტს“ წინა ხელისუფლების დროს გადაეცა, ხოლო ახლა მუნიციპალიტეტმა ის კომპანიის მიერ დაზარალებულა დახმარების პირობით გაასხვისა.
მისივე თქმით, მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობაში მოსახლეობა ცხოვრობს, რომელსაც ქირით გასვლა შესთავაზეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ნაწილს როგორც დევნილის სტატუსის მქონეს, სახელმწიფო უკვე დაეხმარა.