აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის განცხადებით, მომავალი პრემიერ-მინისტრი, პანდემიის გამო არსებულ რეგულაციებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, გარკვეულ ცვლილებებს განახორციელებს და ამიტომ, მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას დეპუტატები ყურადღებას ამ საკითხზეც გაამახვილებენ. როგორც წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტის შეთავაზება იქნება, რომ რეგულაციების მოხსნასთან დაკავშირებით ფრთხილად იმოქმედონ.