ნინო წილოსანი - ინდივიდუალური კოლეგების განცხადებები ჩვენს მიმართ ძალიან არასამართლიანია - გარწმუნებთ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენი მხრიდან პროაქტიური ნაბიჯები იქნება გადადგმული - Palitra News

ნინო წილოსანი - ინდივიდუალური კოლეგების განცხადებები ჩვენს მიმართ ძალიან არასამართლიანია - გარწმუნებთ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენი მხრიდან პროაქტიური ნაბიჯები იქნება გადადგმული

2021-04-02 12:30:46+04:00

გარწმუნებთ, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში ჩვენი მხრიდან პროაქტიური ნაბიჯები იქნება გადადგმული - ინდივიდუალური კოლეგების მიერ გაჟღერებული განცხადებები ჩვენს მიმართ ძალიან არასამართლიანია, - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ, რომ მმართველი გუნდის მხრიდან ყველა ნაბიჯი იდგმება იმისთვის, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს.