ნინო სუხიშვილი ილიკო სუხიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებთი სოციალურ ქსელში წერს - Palitra News

ნინო სუხიშვილი ილიკო სუხიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებთი სოციალურ ქსელში წერს

2020-11-18 17:06:09+04:00

ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ნინო სუხიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მისი თქმით, ილიკო სუხიშვილი უკვე კარგად გრძნობს თავს.

„ილიკო კარგად არის. ფეხიც მალე მოურჩება. მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის და ასეთი სიყვარულისთვის“, - წერს ნინო რამიშვილი.

ცნობისთვის, 17 ნოემბერს ილიკო სუხიშვილი მოტოციკლით ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მას ზედაპირული მრავლობითი ტრავმები აღენიშნებოდა.