ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აქტივისტების მიმართ პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟზე საუბრობენ - Palitra News

ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აქტივისტების მიმართ პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟზე საუბრობენ

2020-09-25 13:03:51+04:00

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი აქტივისტების მიმართ ადგილი ჰქონდა პირადი ცხოვრების კადრების გამოყენებით შანტაჟს. მისივე თქმით, აღნიშნული პირები არ გამოთქვამენ მზაობას თემაზე საჯაროდ ისაუბრონ. თუმცა, როგორც სახალხო დამცველი ამბობს, ის მზადაა ითანამშრომლოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და უზრუნველყოს ფაქტების გამოძიების ეფექტურობა და კონფიდენციალურობა.