ომბუდსმენის აპარატი ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორთან დაკავშირებულ საქმეს სწავლობს _ ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატს საქმეზე რეაგირება პირველივე დღიდან ჰქონდა. შეგახსენებთ, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტით გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.