ნინო ლომჯარია - წლებია, საქართველოში ჩვეულ პრაქტიკად იქცა დისკრედიტაციისთვის ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება თუ ფაბრიკაცია - Palitra News

ნინო ლომჯარია - წლებია, საქართველოში ჩვეულ პრაქტიკად იქცა დისკრედიტაციისთვის ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება თუ ფაბრიკაცია

2021-03-06 17:07:12+04:00

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ წლებია, საქართველოში ჩვეულ პრაქტიკად იქცა პოლიტიკური ოპონენტებისა თუ სხვა მხრივ არასასურველი ადამიანების მორალური განადგურების, დისკრედიტაციის, საქმიანი რეპუტაციის შესალახად ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება თუ ფაბრიკაცია. ამის შესახებ სახალხო დამცველი „ფეისბუქში“ წერს.

"სამწუხაროდ, არც ერთ მსგავს შემთხვევაში არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება, რაც საზოგადოების თითოეულ წევრს კიდევ უფრო დაუცველს ხდის მომავალში მსგავსი უკანონო და მიუღებელი პრაქტიკისგან – წერს ნინო ლომჯარია „ფეისბუქში“.