სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით , გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, მაგრამ გამოხატვა აღარ არის, თუ მისი მიზანი მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევაა,რაც შეეხება კითხვას, იქნება თუ არა ომბუდსმენი "ღირსების მარშზე", ნინო ლომჯარიას თქმით, ის იქნება ყველგან, სადაც გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდება.
17 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს, პრაიდის ჩატარებაზე უარი უთხრა. აღნიშნული ინფორმაცია სახალხო დამცველმა გაავრცელა. შსს მიზეზად უსაფრთხოების რისკებს ასახელებდა