შეწყალების კომისიის სხდომები არ გაიმართა, რადგან სავარაუდოდ, პრეზიდენტი აღარ გეგმავს მორიგ შეწყალებას,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, პრეზიდენტის მორიგი შეწყლების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. კითხვაზე: „პრეზიდენტმა შეწყალებაზე უარი ხომ არ თქვა გარკვეული რაღაცების სანაცვლოდ“, ლომჯარია ამბობს, რომ ეს არის მხოლოდ პრეზიდენტის დისკრეცია. "არ ვიცი. ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს არის წმინდად მისი დისკრეცია და პირადად პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას. რა დგას ამის უკან, მას უნდა ჰკითხოთ",- აღნიშნა ლომჯარიამ.