სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას აზრით, სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ხასიათის შესაძლო დანაშაულების შესახებ ინფორმაციით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო პერიოდში აღნიშნული კუთხით გავრცელებული ინფორმაციები სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ნიშნებს შეიცავს. მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა შესაბისი რეაგირების თხოვნით, წერილობით უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.