სახალხო დამცველის განცხადებით, მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, კრიტერიუმებისა და პროცედურების გაწერას არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ ფორმალური ხასიათი. პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმარათებაში სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს რიგი არსებითი საკითხები.ამასთან, სახალხო დამცველის თქმით, მნიშვნელოვანი იქნებოდა პარლამენტი დალოდებოდა ვენეციის კომისიის პასუხს, ვიდრე კანონპროექტის განხილვას დაიწყებდა.