სახალხო დამცველის თქმით პენიტენციურ დაწესებულებებში გამოიკვეთა, არსებული კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობის მანკიერი პრაქტიკა. ლომჯარიას განმარტებით, მონიტორინგის პროცესში, თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და დაწესებულებების თანამშრომლებთან კომუნიკაციის შედეგად დგინდება არაფორმალური მმართველობის სისტემური ხასიათი, რაც კონკრეტული პატიმრების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებასა და დავის გადაწყვეტის არაფორმალური გზების არსებობას ადასტურებს.