სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიას განცხადებით, მასალა, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენების ასახავს, შესწავლილი იყოს გამოძიების პროცესში. ამასთან, ლომჯარიას ინფორმაციით, ომბუდსმენის აპარატი გამოძიებაზე დაკვირვების პირველად შედეგებს საკონსულტაციო საბჭოს სავარაუდოდ, მომავალ კვირას გააცნობს.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-მა 20 ივნისს განვითარებული მოვლენების ამსახველი, დაახლოებით 10-წუთიანი ახალი ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და იმის საპირისპირო განცხადებებს აკეთებს, რასაც გამოძიება მელიას ედავება.