სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. როგორც ლომჯარია "ფეისბუქზე" წერს, აღნიშნულს აუცილებლად მოყვება დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება.
"არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება, რასაც აუცილებლად მოჰყვება საბჭოთა საქართველოს მსგავსად დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება", - წერს ლომჯარია.