"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნინო კალანდაძე არ გამორიცხავს, რომ არჩილ თალაკვაძის განცხადების შემდეგ ”რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენონ. როგორც ნინო კალანდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ხელისუფლება ღიად არის გადასული ბიძინა ივანიშვილის ”ბოლო დავალებების” შესრულებაზე და ეს დავალება გამოიხატება "რუსთავი 2"-ის განეიტრალებაში.
იხილეთ: არჩილ თალაკვაძე გვარამია-ახვლედიანის საუბრის ჩანაწერზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
შსს-მ ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა