ვიცი, ნინო გვენეტაძის წუხილი და მისი კრიტიკული დამოკიდებულება ამ ჯგუფის მიმართ - ჩინჩალაძის ჯგუფთან. მას კონფლიქტი ჰქონდა ამ ჯგუფთან. ის გადადგომას არ აპირებდა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.ეკა ბესელიას არ სჯერა, რომ ნინო გვენეტაძე ჯანმრთელობის მდგომარების გამო გადადგა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან, რომელიც იმავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობასაც იკავებდა. ეკა ბესელიას თქმით, როდესაც თავად ნინო გვენეტაძე არ საუბრობს მის გადადგომის შესახებ რეალურ მიზეზებზე, თვითონ ამაზე საუბრის უფლებას თავს ვერ მისცემს, თუმცა „როდესაც ის თანამდებობიდან გადადგა ეს არ იყო მისი თავისუფალი ნების გამოვლინება“. ბესელიას განმარტებით, ნინო გვენეტძე ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებულ შიდადაპირისპირების გამო.