შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის ნინო გიორგობიანის განცხადებით, სხვადასხვა მედიასაშუალებაში, პოლიციის დისკრედიტაციის მიზნით, ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გიორგობიანმა განმარტა, უწყების მისამართით არასწორი ინფორმაციის გავრცელება უკვე ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
გიორგობიანმა ბრიფინგზე რამდენიმე კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა და იქვე აღნიშნა, რომ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი კვლავ გააგრძელებს ცრუ ინფორმაციებზე რეაგირებას და სამინისტრო სამართლებრივად დაიცავს იმ თანამშრომელთა უფლებებს, ვისი პატივი და ღირსებაც შეილახება.