„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე შტურმს მიიტანდა, ამას ათეულობით მსხვერპლი მოჰყვებოდა, პირველ რიგში ახალგაზრდებს და ჟურნალისტებს შორის. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტნიუსი“ აღნიშნა, „გიორგი გახარიამ გადადგომით „ქართული ოცნება“ ჩამოშლისგან და აბსოლუტური გაცამტვერებისგან გადაარჩინა“.
მისი შეფასებით, გადადგომის თაობაზე პრემიერის გადაწყვეტილება სწორი იყო.
ნინო ბურჯანაძის თქმით, სანამ ბიძინა ივანიშვილია ფორმალური მმართველი, ვინ ჩაანაცვლებს გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე, ამას არსებითი მნიშვნელობა არ ექნება.