„ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით თუ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს და მანიპულაციას შეეცდება, აღნიშნულ ქმედებას უმძიმესი რეაქცია მოჰყვება არა მხოლოდ ქვეყნსი შიგნით არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც. მისი თქმით არაერთ შეხვედრაზე დადასტურდა რომ ელჩების ინტერესია რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და გამჭვირვალედ.
მისივე თქმით, დამკვირვებლებს უნდა გადაეცეთ ე.წ. გზამკვლევი, თუ რა საკითხებს უნდა მიაქციონ ყურადღება იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა გაყალბება ვერ შეძლოს.