"ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები პალიტრანიუსის გადაცემა "ნიუსრუმში" შეაჯამა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მისი და მისი პარტიის მიმართ წინასაარჩევნოდ პიარ თავდასხმები მიმდინარეობს და ივანიშვილის ამოცანაა, რომ "ერთიანი საქართველოს" ლიდერი თავის გუნდის წევრებთან ერთად კვლავ პარლამენტის გარეთ დარჩეს.
"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ბუნებრივია, ოპოზიციაში მაჟორიტარებზე ყველა ოლქში შეთანხმება ვერ მოხდება, რადგან არის ოლქები, სადაც შეიძლება რამდენიმე პარტიის ინტერესი ისე დაემთხვეს ერთმანეთს, რომ შეუძლებელი იყოს შეთანხმება. ამის შესახებ ბურჯანაძემ "ინტერპრესნიუსს" საუბრისას ოპოზიციის მიერ საერთო მაჟორიტარებაზე შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, კარგი იქნება, თუ ოპოზიცია კოორდინაციას მოახდენს.