"ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით მოქალაქეებს უფლება აქვთ, იმ საბანკო ვალდებულებებისგან გათავისუფლდნენ, რომლებიც პანდემიამდე აიღეს. ამ მოთხოვნით ბურჯანაძემ მეტროსადგურ "რუსთაველის" შესასვლელთან პეტიციების შეგროვება დაიწყო. მისივე თქმით, ქვეყანაში ფორსმაჟორული სიტუაციაა, ამიტომ მოქალაქეებს პანდემიის დასრულებამდე საბანკო ვალდებულების ძირი თანხის გადახდაც კი უნდა შეუჩერდეთ.