„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე მხარდამჭერებთან ერთად 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტთან მივიდა. ბურჯანაძემ 26 მაისს განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის რაც წინა ხელისუფლებამ დააშავა „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გამოასწორა და ქვეყანას იგივე მეთოდებით მართავს. გარდა ამისა ნინო ბურჯანაძემ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.