"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს პასუხობს.ნინო ბურჯანაძის აზრით, ობიექტურად განწყობილი მსმენელის განწყობაზე სააკაშვილის გამოსვლა სერიოზულ შთაბეჭდილებას ვერ დატოვებდა. ბურჯანაძის თქმით, სააკაშვილს გადაწყვეტილი აქვს ყველაფერი ილაპარაკოს და გააკეთოს იმისთვის, რომ დატოვოს ის სტატუს-კვო, რომელიც დღეს არის - დარჩეს ივანიშვილის მთავარ ოპონენტად და ამით მიაღწიოს თავის მიზნებს. როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, საზოგადოება დარწმუნდა, რომ სააკაშვილი არსად ჩამომსვლელი არ არის. ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ არის საუბარი. ბურჯანაძის განცხადებით, სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადების ამ ნაწილის შინაარსზე მას ინფორმაცია არ აქვს.