ნიკორა ჯგუფის ჰოლდინგ კომპანია, „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის მეშვეობით, 28 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები ეროვნულ ვალუტაში განათავსა, რომელთა ლისტინგი საქართველოს საფონდო ბირჟაზე მოხდება. კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, ეს არის პირველი ობლიგაცია ქართულ ბაზარზე, რომელიც მიბმული იქნება თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეტზე. ეროვნულ ვალუტაში ობლიგაციების განთავსება კი კომპანიას საშუალებას მისცემს თავი აარიდოს მნიშვნელოვან სავალუტო რისკებს.
ცნობისთვის, "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაფუძნდა და 21 წელია კვების პროდუქტების ბაზრის ლიდერია. ის ქართულ ბაზარზე 280-ზე მეტი სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი და 500-მდე დასახელების პროდუქციის წარმოება - რეალიზებას ეწევა კომპანიის თანამშრომლების როცხვი კი 6 000 -ს აჭარბებს.
თიბისი კაპიტალი ნიკორასთან 2017 წლიდან თანამშრომლობს და ეს ობლიგაციების უკვე მესამე ერთობლივი განთავსებაა.