განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ეროვნულ სიმფონიურ ორკესტთან და მის ხელმძღვანელთან, ნიკოლოზ რაჭველის შესახებ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, რაჭველის განთავისუფლების საკითხი არ განიხილება და არც განხილულა. ,ბატიაშვილის განცხადებით ფილარმონიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სწრაფად იქნება მიღებული. ამასთან, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა მთავრობას მიმართა თხოვნით, თბილისის საკონცერტო დარბაზში დააბრუნონ. ნიკოლოზ რაჭველის განცხადებით, ორკესტრი იმსახურებს, რომ მუდმივი სარეპეტიციო ადგილი ჰქონდეს, სადაც შეძლებს საინტერესო და მრავალფეროვანი კონცერტების ჩატარებას. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ნიკოლოზ რაჭველი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდეს.