ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ხელისუფლებას მიმართავს თხოვნით რომ, დააბრუნონ თბილისის საკონცერტო დარბაზში რომელიც მათთვის აშენდა. როგორც ორკესტრის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა განაცხადა, ორკესტრი იმსახურებს, რომ ჰქონდეს მუდმივი სარეპეტიციო ადგილი, სადაც შეეძლებათ საინტერესო და მრავალფეროვანი კონცერტების ჩატარება. შეგახსენებთ, რომ 2007 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი/ფილარმონია 49-წლიანი მართვის უფლებით შპს "ინთერნეიშენალ ივენთსს" გადაეცა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის დარბაზს სახელმწიფოს წინაშე 3,115,146 ლარის და $177,102 დოლარის დავალიანება ერიცხება. როგორც ქონების ეროვნულ სააგენტოში განმარტენ, ამ ეტაპზე ხდება იმ მიზეზების განხილვა, რომლის გამოც კომპანიამ ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო.