საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ „პალიტრანიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მამამისზე ამირან გამყრელიძეზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა მთელი ოჯახი ცდილობს მის გამხნევებას თუმცა მას ეს არ სჭირდება რადგან მორალურად მდგრადი ხასიათი აქვს. მისივე თქმით, მათ მხოლოდ ის შეუძლიათ რომ სოციალური პასუხისმგებლობა გაითავისონ და პირველები იყვნენ რეკომენდაციების დაცვაში.
როგორც ნიკოლოზ გამყრელიძემ აღნშნა, იგი კარგი მაგალითია რომ ვირუსისგან დაცული არავინ არის და თუ რეკომენდაციებს არ დაიცავს მოსახლეობა სიტუაცია საშიში გახდება.