"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ვირუსთან საბრძოლველად ხელისუფლების არჩეულ სტრატეგიაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა კრიზისის სწორმა მართვამ და კრიზისმენეჯმენტის თავში სწორი ხალხის ყოფნამ გაამართლა. მისი თქმით, ხელისუფლება ამ მომენტისთვის მწყობრ გადაწყვეტილებებს იღებს და სწორედ ეს არის რამაც საქართველო ასე თუ ისე წარმატებით მოიყვანა აქამდე. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ თუ მოსახლეობა პასუხისმგებლობას არ გამოიჩენს და არ დაიცავს წესებს ხელისუფლება ვერაფერს იზამს მარტო რაც არ უნდა სწორი სტრატეგია აირჩიოს.