"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში იმ სიმპტომებზე ისაუბრა, რაც მას დაავადების პერიოდში აღენიშნებოდა. როგორც მან აღნიშნა მას დაბალი სიცხე აღენიშნებოდა და დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში მშრალი ხველა. მისივე თქმით, ხშირად კოვიდ19-ს ჩვეულებრივ გრიპზე ნაკლები სიმპტომატიკა აქვს, რის მაგალითიც თავად არის, რადგან როგორც მან აღნიშნა სტაციონარში მოთავსებიდან 2 კვირის შემდეგ იგი ვირუსზე ისევ დადებითი იყო როდესაც სიმპტომები საერთოდ არ აღენიშნებოდა.