დუბაის ტურნირის 1/16-ფინალურ მატჩში ნიკოლოზ ბასილაშვილი რუს კარენ ხაჩანოვს დაუპირისპირდა და მეტოქე მარტივად, ორ სეტში 6:4, 6:1 დაამარცხა. შეხვედრა სულ საათსა და 11 წუთს გაგრძელდა, რა დროშიც ქართველი სრულად დომინირებდა. 22 წლის რუსი სპორტსმენი მსოფლიოს მე-12 ჩოგანია და კარიერის განმავლობაში ბასილაშვილთან მეხუთედ ითამაშა. აქამდე ჩოგბურთელებს შორის ბალანსი 2:2-ზე იყო. ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე 1/8-ფინალურ ეტაპზე მოქმედი ჩემპიონი რობერტ ბაუტისტა-აგუტი იქნება. დღეს ქართველმა ჩოგბურთელმა კარიერის საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა და ახალი რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს მე-19 ჩოგანია.