ქართველმა ჩოგბურთელმა, მსოფლიოს მე-17 ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინის ტურნირის პირველ წრეში არგენტინელი გუიდო პელა (22) ორ სეტში 6:4, 7:6 დაამარცხა.ნიკოლოზმა შეხვედრაში მეტოქის მოწოდებაზე 2 გეიმი მოიგო, თავად მხოლოდ 1 დათმო, რაც საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვებისათვის. თუმცა, უნდა დავამატოთ, რომ პირველ სეტში ბასილაშვილი გაცილებით უფრო დამაჯერებელი იყო და პელას ბრეიკ-პოინტიც კი არ ჰქონია. მეორე ტურში ნიკოლოზი მსოფლიოს მე-7 ჩოგანს, ბერძენ სტეფანოს ციციპასს, თბილისის დროით ხვალ დილის 7 საათზე დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზი პეკინის ტურნირის მოქმედი ჩემპიონია და ტიტულის დასაცავად თამაშობს.