ამერიკის ღია პირველობის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა 18 წლის ამერიკელ ჯენსონ ბრუკსბის (394) 4 სეტში 3:6, 7:6, 7:5, 6:2 სძლია.
28 აგვისტოს დანიშნული მატჩი წვიმის გამო გადაიდო, 29 აგვისტოს დაიწყო, 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა და 30 აგვისტოს დასრულდა...
აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილს მარჯვენა ხელის ტრავმა აქვს.
ბრუკსბიმ პირველ სამ სეტში დიდი წინააღმდეგობა გაუწია ქართველ ჩოგბურთელს, თუმცა შემდეგ გამოცდილებამ და კლასმა თავისი გაიტანა.
მესამე წრეში ნიკოლოზი გერმანელ დომინიკ კოპფერს (118) შეხვდება, რომელიც ტურნირში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო, დღეს კი ამერიკელი რეილი ოპელკა6:4, 6:4, 7:6 დაამარცხა.
ბასილაშვილი და კოპფერი ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან, მათი მატჩი კი 31 აგვისტოსაა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, პირველ წრეში ბასილაშვილმა უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს (65) 3:6, 6:4, 6:2, 3:6, 6:3