14:09
18 სექტემბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
23-08-2019

ნიკოლოზ ბასილაშვილი (18) ამერიკის ღია პირველობის პირველ წრეში უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს (65) შეხვდება.

ბასილაშვილი 27 წლის მადიარს შვიდჯერ დაუპირისპირდა და მხოლოდ ორჯერ იმარჯვა.

თუ ფუჩოვიჩს სძლია, მეორე წრეში ბასილაშვილის მეტოქე ჩეხ ტომაშ ბერდიხსა (101) და კვალიფიკაციიდან გასულ ჩოგბურთელს შორის გამარჯვებული იქნება.

ბასილაშვილისა და ფუჩოვიჩის მატჩი 26 აგვისტოს, 19:00 საათზეა ჩანიშნული.

ტურნირის საპრიზო ფონდი 28 619 350 აშშ დოლარია.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები