ჩინეთის ქალაქ შანხაიში პრესტიჟული მასტერსი გრძელდება. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მესამე წრეში მსოფლიოს მე-5 ჩოგანთან, ავსტრიელ დომინიკ ტიმთან 2 სეტში 3:6, 4:6 დამარცხდა. სამწუხაროდ, ნიკა თავისი საუკეთესო თამაშისგან ძალიან შორს იყო და რაც მსოფლიოს მე-5 ჩოგანის დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.ბასილაშვილმა შანხაის ტურნირზე 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ნიკოლოზი, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 26-ე ჩოგანია, განახლებულ რეიტინგში, დიდი ალბათობით, 22-ე პოზიციაზე იქნება.საკმაოდ რთულად მოიგო როჯერ ფედერერმა, რომელიც ბელგიელ დევიდ გოფინს დაუპირისპირდა. შეხვედრა საათსა და 55 წუთს გაგრძელდა და შვეიცარელის გამარჯვებით 7-6 6-4 დასრულდა. ფედერერი მომდევნო წრეში ნიჭიერ ახალგაზრდას, ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდება. ფედერერი და ზვერევი აქამდე ერთმანეთს კარიერაში, სადაც ვეტერანმა ჩოგბურთელმა 5 მატჩი მოიგო. მარტივი გამარჯვება მოიპოვა მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. ტრავმა მოშუშებულმა ნოლემ შანხაიში მეორე ეტაპიც მარტივად დაძლია და ჯონ იზნერის ბარიერი გადალახა. ჯოკოვიჩმა მეტოქეს 7-5 6-3 მოუგო, რისთვისაც მხოლო საათი და 16 წუთი დასჭირდა. ნოვაკი მეოთხედფინალში სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდება.