ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოფიის ღია პირველობა წარუმატებლად დაიწყო. ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს 180-ე ნომერთან, გერმანელ დანიელ ბრენდსთან ორ სეტში 6:7, 5:7 წააგო. აღსანიშნავია, რომ მეორე სეტში ქართველი 4:0-ს იგებდა, თუმცა საბოლოოდ უპირატესობა გაანიავა და 5:7 დათმო. შეგახსენებთ, რომ ტურნირი 250იანთა კატეგორიიდანაა და იგი სოფიაში 10 თებერვლამდე გაგრძელდება, საქართველოს პირველი ნომერი კი ჰოლანდიაში, კერძოდ როტერდამში გაემგზავრება და 500იან ტურნირზე გამოვა, რომლის საპრიზო ფონდიც 2 მილიონ ევროს შეადგენს. ტურნირის ოფიციალურმა ვებგვერდმა იმ ჩოგბურთელების სია გამოაქვეყნა, ვინც ტურნირზე ითამაშებს, მათ შორის ბასილაშვილიც არის. ტურნირის პირველი ნომერი კეი ნიშიკორი იქნება. როტერდამის ღია პირველობა 11 თებერვალს დაიწყება და 1 კვირას გასტანს.